Bridges of values

თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში

ღონისძიება "თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში"

ღონისძიება განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ  ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზეც პირდაპირ და ნეგატიურად აისახება საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილება, საქართველო-დასავლეთს შორის ასეულობით წლების განმავლობაში ნაშენი ხიდების ნგრევა და მოწყვეტა დასავლური განვითარების ვექტორიდან; ამ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი და მზად არიან ქმედითად შეეწინააღმდეგონ  საარჩევნო ხმის ფაქტიური ჩამორთმევით მეორეხარისხოვან ქართველებად გამოცხადებას

ღონისძიების მიზანია, სპიკერების მიერ წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული კონკრეტული მაგალითების წარმოდგენით, ხელი შეუწყოს დისკუსიის გახსნას იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქმიან საზოგადოებას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც აწუხებს ყველა პროდასავლურად განწყობილ და განსაკუთრებით დასავლურ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველს.

მსჯელობა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, ორ ძირითად თემაზე:

• ბიზნესის ქმედითი პასუხი   ემიგრაციაში არჩევნების ფაქტიურ გაუქმებასთან დაკავშირებით

Eataly-ის ანალოგი საქართველოს “ბიზნეს საელჩოების” გახსნა – DC-სა და NY-ში.

ფანდრაიზინგი

ღონისძიებაზე შედგება პირდაპირი ფანდრაიზინგი  პროექტისათვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც აერთიანებს თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ 22 ონლაინ მედიას.

დღის წესრიგი
11:30 - 12:00 - შეკრება
12:00 - 12:30 - EATALY-ის ტური

 

Business Model Showcase & Concept Presentation

12:30 - 14:00 - პანელური დისკუსია
14:00 - 16:00 - საქმიანი სადილი
ღონისძიების პარტნიორია ფინანსური და იურიდიული სერვისების კომპანია

მოდერატორები და სპიკერები

Profile

ზურაბ კაპანაძე

Speaker, Chairman, Bridge Builders inc.

Profile

გიორგი ქადაგიძე

Speaker, Financial Specialist, President of National Bank of Georgia 2009-2016

Profile

მალხაზ რამიშვილი

Speaker, Founder of Financial Service Company

Profile

Andrea Pirino

Presentator, Director of Store Operations, Eataly NYC Downtown

ღონისძიებაზე რეგისტრაცია

 ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე მასზე დასწრება მხოლოდ შესაბამისი ღირებულებების და ბექგრაუნდის ადამიანებსთვის არის მიზანშეწონილი, შესაბამისად ბილეთის ყიდვა მხოლოდ ვერიფიკაციის შემდეგ არის შესაძლებელი.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ველში მითითებული ინფორმაცია და დაელოდოთ ვერიფიკაციას, რისი გავლის შემთხვევაში პასუხს მიიღებთ ელ. ფოსტაზე და მოგეცემათ ბილეთის შეძენის შესაძლებლობა.

ღონისძიების შინაარსიდან გამოდინარე, იგი არ არის გათვლილი მოგებაზე და ბილეთის საფასური მხოლოდ, საორგანიზაციო, სივრცისა და სადილის ხარჯების დაფარვას ემსახურება.

ღონისძიების საფასურია $100

თქვენი სახელი

თქვენი გვარი

აქტიური ელ.ფოსტის მისამართი

აქტიური ტელეფონის ნომერი (მაგ: +995123456789)

ვერიფიკაციისათვის აუცილებელია თქვენი სოც. მედია გვერდი იყოს საჯარო და იდენტიფიცირებადი

თუ გაქვთ ბიზნესის ვებსაიტი ან სოციალური მედია გვერდი (არასავალდებულო)

აირჩიეთ თქვენი საცხოვრებელი ქვეყანა

თქვენი საქმიანობის დარგი (მაგ: ტექნოლოგიები, ფინანსები, განათლება...)

„ღონისძიებაზე დასწრებით თქვენ ადასტურებთ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას ტარდება ფოტო და ვიდეო გადაღება და ორგანიზატორს აქვს უფლება ეს მასალა გამოიყენოს მარკეტინგული და საინფორმაციო მიზნებისთვის."

წარმატებული რეგისტრაცია!

თქვენი მოთხოვნა მიღებულია. ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ პასუხსა და დამატებით ინფომრაციას ელ. ფოსტაზე

ვიდეო გალერეა

ფოტო არქივი