Bridges of values

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დიდი ქართული შეკრება პრინსტონში 2026

ღონისძიება: საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დიდი ქართული შეკრება პრინსტონში

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორის მასშტაბური შეკრება ქალაქ პრინსტონში 30 მაისს გაიმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს უკვე მეორედ ტარდება და ჩვენი სურვილია, მას ყოველწლიური სახე მიეცეს – იქცეს ტრადიციად, რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს საერთო დასავლური ღირებულებების გარშემო.

რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ყველა აქტივობა ერთ დიდ ლოკაციაზე – Mercer County Park-ის Festival Grounds-ზე მოიყრის თავს.

ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ძლიერი, სისტემური დიასპორის ჩამოყალიბებას – ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამინები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დასავლური, დემოკრატიული და ლიბერალური განვითარების გზას. ძლიერ დიასპორას ვერავინ ააშენებს ჩვენ ნაცვლად. მას სწორედ თქვენი იდეები, ენერგია და გამოცდილება ქმნის. ამიტომ თითოეული თქვენგანის მცირედი ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია.  

ღონისძიება ღიაა ახალი იდეებისა და პარტნიორობისთვის. Mercer County Park-ის Festival Grounds და მისი უზარმაზარი სივრცე დაეთმობა ბევრ სხვადასხვა აქტივობას:

ტურნირში წელს ათი სხვადასხვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა სპორტული აზარტის მიღმა, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულ შინაარსს და სიმბოლურ დატვირთვას შეიძენს. საფეხბურთო ტურნირი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, კახა თილიძის (თუში) ხსოვნას ეძღვნება, რომელიც უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

ღია ცის ქვეშ მოწყობილ საგანგებო სცენაზე ქართველი მუსიკოსები წარსდგებიან:

  • ზუმბა
  • ნიკა ჩოხელი
  • ნინი აირისი 

და სხვა არტისტები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით თანამედროვე, თავისუფალ და პროგრესულ დასავლურ ფასეულობებს ატარებენ. მათი ცოცხალი შესრულება და ნაცნობი ჰანგები ზუსტად იმ თბილ, მშობლიურ ატმოსფეროს შექმნის, რომელიც ასე ძალიან გვენატრება ემიგრაციაში ყოფნის დროს.

შეკრებაზე გელით საინტერესო აღმოჩენები სავაჭრო სივრცეში. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და სხვადასხვა სახის ქართული ნაწარმი.

ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. შეკრებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესანიშნავი შანსი ახლოს გაეცნონ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და აღმოაჩინონ ახალი ავტორები.

გარდა სახელოვნებო გამოფენისა, ადგილზე დაგხვდებათ უნიკალური პლატფორმა, სადაც ამერიკაში მოქმედი  მცირე ბიზნესები და არაკომერციული (non-profit) ორგანიზაციები ფართო აუდიტორიას გააცნობენ თავიანთ საქმიანობას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს. სტუმრებისთვის მსგავსი ღონისძიება იქნება საუკეთესო შანსი, აღმოაჩინონ საინტერესო პროექტები, წამოწყებები და დაამყარონ საქმიანი თუ მეგობრული კონტაქტები.

შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველაზე პატარა სტუმრებსაც. მათთვის მოეწყობა უსაფრთხო, მრავალფეროვანი და სახალისო სივრცე, რაც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ, მშობლებს კი შეეძლებათ მშვიდად დაესწრონ სასურველ აქტივობებს. ამიტომ, ეს დიდი ქართული შეკრება შეგილიათ საოჯახო დღედ გადააქციოთ, სადაც ყველა ასაკის სტუმარი იპოვის საკუთარ ინტერესზე მორგებულ გარემოს.

შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველაზე პატარა სტუმრებსაც. მათთვის მოეწყობა უსაფრთხო, მრავალფეროვანი და სახალისო სივრცე, რაც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ, მშობლებს კი შეეძლებათ მშვიდად დაესწრონ სასურველ აქტივობებს. ამიტომ, ეს დიდი ქართული შეკრება შეგილიათ საოჯახო დღედ გადააქციოთ, სადაც ყველა ასაკის სტუმარი იპოვის საკუთარ ინტერესზე მორგებულ გარემოს.

პანელური დისკუსიები ამ შეკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ზუსტად ეხმიანება იმ მთავარ მიზანს, რომლისთვისაც ეს ღონისძიება წელს უკვე მეორედ ტარდება – შეიქმნას ცოცხალი სამოქალაქო სივრცე ახალი იდეებისთვის, დიალოგისა და, რაც მთავარია, ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებისთვის. პანელურ დისკუსიებზე დასწრება ღონისძიებაზე მოსულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

შეკრება არც კინოჩვენების გარეშე ჩაივლის. ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ დოკუმენტურ ფილმს – „კახა თილიძის ისტორია“. ფილმი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის შესახებ გვიამბობს, რომელმაც საკუთარი იდეების ერთგულებას შესწირა სიცოცხლე. უარი თქვა უსაფრთხო და გარანტირებულ მომავალზე და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლისას გმირულად დაიღუპა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პარკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის შემოტანა და მოხმარება აკრძალულია. რაც აუცილებელია ღონისძიების უსაფრთხო და შეუფერხებელი მსვლელობისთვის.


როგორ შემოგვიერთდეთ?

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:

  • შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა
  • დაელოდეთ დასტურს და მიიღეთ QR კოდი მეილზე

გელოდებით თქვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად. დავანახოთ ყველას, თუ როგორი თავისუფალი და ძლიერი შეიძლება იყოს საქართველო. ჩვენი ერთობა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ უკეთესი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ემიგრაციაში ყოფნა არ ნიშნავს სამშობლოს პროცესებიდან დისტანცირებას. პირიქით, ოკეანის მიღმაც შესაძლებელია ქვეყნის დემოკრატიული და დასავლური განვითარებისთვის ბრძოლა. ამ შეკრებით გვინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ძლიერი და ერთიანი დიასპორა არის ის ძალა, რომელსაც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მომავალზე.

შემოგვიერთდით, რადგან სწორედ ჩვენი საერთო ნაბიჯები წყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

ველოდებით თითოეულ თქვენგანს!

ღონისძიებაზე რეგისტრაცია

მაგ: +995591000000

ვერიფიკაციისათვის აუცილებელია თქვენი სოც. მედია გვერდი იყოს საჯარო და იდენტიფიცირებადი

შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე

"ღონისძიებაზე დასწრებით თქვენ ადასტურებთ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას ტარდება ფოტო და ვიდეო გადაღება და ორგანიზატორს აქვს უფლება ეს მასალა გამოიყენოს მარკეტინგული და საინფორმაციო მიზნებისთვის."

რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა!

თქვენი განაცხადი მიღებულია. მოგვიანებით დაგიკავშირდებით.

ვიდეო გალერეა