Bridges of values

ხშირად დასმული კითხვები

შევძლებ თუ არა პირადი პროფილის გააქტიურებას რეგისტრაციის გავლისთანავე?

არა, რეგისტრაციის გავლიდან, გარკვეული დროის შემდეგ განმავლობაში პროფილის ვერიფიკაციის შემთხვევაში მიიღებთ დასტურს, რომელიც გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტაზე.

ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი ლინკის საშუალებით თქვენ შეძლებთ დაბრუნდეთ საიტზე და შეხვიდეთ თქვენს პირად პროფილზე.
იმისთვის, რომ საორგანიზაციო გუნდმა დაიწყოს თქვენი ვერიფიკაციის პროცესი თქვენი სოც. მედია გვერდის ბმული უნდა იყოს საჯარო და იდენტიფიცირებადი.

ღონისძიების სხვადასხვა აქტივობებზე დასასწრები უფასო ბილეთების აღებას შეძლებთ რეგისტრაციის გავლისა და პირადი პროფილის გააქტიურების შემდეგ, “აიღე უფასო ბილეთი” ღილაკზე დაკლიკებით.

ინტერესის დაფიქსირების შემდეგ თქვენ მოთხოვნას დაამუშავებს საორგანიზაციო გუნდი და თქვენს მიერ გამოხატული ინტერესი პირად პროფილში აგესახებათ შესაბამისი სტატუსით.

აღნიშნული ღილაკი მხოლოდ იმ აქტივობებზე შეგხვდებათ, სადაც დამსწრეთა კვოტა ძალიან არის შეზღუდული.

რეკომენდირებულია, რომ ინტერესის დაფიქსირების შემდეგ, დაუკავშირდეთ საორგანიზაციო გუნდს და გაუზიაროთ თქვენი მოტივაცია კონკრეტულ აქტივობაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამ გზით, უფრო მეტად დაჩქარდება და გამარტივდება თქვენი მოთხოვნის დამუშავების პროცესი.