დაგეგმე წარმატებული მომავალი შენთვის, ამერიკისთვისა და საქართველოსთვის
- NEW YORK CITY
- 307 West 38th Street 1505, New York, NY 10018
- 31 იანვარი - 12:30 PM - 3:30 PM
- $ 50
ღონისძიება: "დაგეგმე წარმატებული მომავალი შენთვის, ამერიკისთვისა და საქართველოსთვის"
ღონისძიებების სერია “დაგეგმე წარმატებული მომავალი შენთვის, ამერიკისთვისა და საქართველოსთვის” განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ ქართველი ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, რომლებიც არიან სამომავლო კარიერის დაგეგმვის ეტაპზე და ეძებენ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამის სასწავლო დაწესებულებებს.
ყოველთვიურ შეხვედრებზე, მაღალი საერთაშორისო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მონაწილეობით, დეტალურად იქნება განხილული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
ამასთან ერთად, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიქმნან წარმოდგენა კონკრეტული პროფესიის შესახებ:
რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს მასში, როგორი იქნება პროფესიის მომავალი,
რამდენად დარჩება მოთხოვნადი AI-ის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც გავლენას მოახდენს კარიერულ წარმატებაზე.
ღონისძიებების სერიები მოიცავს
- ჟურნალისტიკა და მედია
- ჯანდაცვა და მედიცინა: ექიმები, ექთნები, ჯანდაცვის ადმინისტრაცია
- განათლება: მასწავლებლები, პროფესორები, ადმინისტრატორები
- სამართალი და იურისპრუდენცია: იურისტები, მოსამართლეები, პროკურორები
- საინჟინრო და ტექნოლოგიები: ინჟინრები, IT სპეციალისტები, მეცნიერები
- ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიტიკოსები, ბუღალტრები, ბიზნეს მენეჯმენტი
- საჯარო სამსახური და დიპლომატია: გამგეობა, სახელმწიფო მუშაკები
- უსაფრთხოება და თავდაცვა: სამხედრო, პოლიცია, უსაფრთხოების სფერო
- არქიტექტურა და მშენებლობა
- სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
- კულტურა და ხელოვნება (მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება)
- სოციალური მომსახურება და ფსიქოლოგია
- ტრანსპორტი და ლოგისტიკა
31 იანვარი
12:30 PM - 1:00 PM: რეგისტრაცია
1:00 PM - 1:15 PM: მისალმება
- ორგანიზატორების მისასალმებელი სიტყვა (“Bridge Builders” + American Academy)
- Agenda-ს გაცნობა
1:15 PM - 2:00 PM: College Planning & Career Selection 101
სპიკერი: ნათია სირაბიძე, ამერიკული აკადემიის დამფუძლებელი
სპიკერი: ნათია სირაბიძე, ამერიკული აკადემიის დამფუძლებელი
განსახილველი თემები:
- ამერიკის საგანმანათლებლო სისტემის საფუძვლები
- პროფესიის შერჩევის მნიშვნელობა და მეთოდოლოგია
- უმაღლესი სასწავლებლების შერჩევის პროცესი
- როგორ ივსება აპლიკაციები
- რას აქცევენ უნივერსიტეტები ყურადღებას
- დაფინანსების მიღების გზები
- ერთგვარი მზამკვლევი ახალი ემიგრანტისთვის
2:00 PM - 2:30 PM: "აღმოაჩინე საქართველო" ტური და როგორ გამოადგეთ საქართველოს
პრეზენტატორი: ზურაბ კაპანაძე ”Builder of Value-Based Bridges inc.” თანადამფუძნებელი
პრეზენტატორი: ზურაბ კაპანაძე ”Builder of Value-Based Bridges inc.” თანადამფუძნებელი
განსახილველი თემები:
- მოხალისეობრივი ჩართულობის შესაძლებლობები Bridge Builders პროექტებში
- “აღმოაჩინე საქართველო” ტურის და მასში უფასოდ მონაწილეობის (კონკურსის საფუძველზე) პრეზენტაცია
2:30 PM - 3:00 PM: Networking Lunch
3:00 PM - 3:30 PM: კითხვა-პასუხი
განსახილველი თემები:
- “აღმოაჩინე საქართველო” ტურის პრეზენტაცია
- როგორ ჩაერთოთ და დარეგისტრირდეთ ამ აქტივობაში
- როგორ გახდეთ მონაწილე უფასოდ (კონკურსის საფუძველზე)
- როგორ დაგეხმარებათ ეს გამოცდილება college applications-ში
- მოხალისეობრივი შესაძლებლობები Bridge Builders პროექტებში
- როგორ გამოადგეთ საქართველოს თქვენი განათლებით და პროფესიული წარმატებით
3:30 PM - 4:15 PM: პროფესიის გაცნობა – სტრატეგიული კომუნიკაციები და მედია
განსახილველი თემები:
- ჟურნალისტური პროფესიის ძირითადი მახასიათებლები
- შესაძლებლობები და გამოწვევები
- ანაზღაურება და career paths
- განსხვავებული პოზიციები ჟურნალისტიკაში (რეპორტიორი, რედაქტორი, ანალიტიკოსი, კომენტატორი)
- სასწავლებლები და educational pathways
- რჩევები და რეკომენდაციები მომავალი ჟურნალისტებისთვის
4:15 PM - 4:30 PM: დასკვნითი კითხვა-პასუხი
- კითხვები ჟურნალისტიკის სექციის შესახებ და closing remarks
ღონისძიებაზე რეგისტრაცია
ღონისძიებაზე დასწრების საფასურის ($50) გადახდა შესაძლებელია Zelle-ის სისტემის მეშვეობით.
მიმღების დასახელება: The Builders of Value-Based Bridges Inc.
ტელეფონის ნომერი (ძიებისთვის): 302-505-2837
გადახდისას გრაფაში “Add a message” მიუთითეთ მოსწავლის სახელი და გვარი
რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა
სპიკერები
ვიდეო გალერეა
ფოტო არქივი