საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დიდი ქართული შეკრება პრინსტონში 2026
- Mercer County Park Festival Grounds, Princeton, New Jersey
- 30 მაისი, 2026
- 12 PM - 9 PM
ღონისძიება: საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი დიდი ქართული შეკრება პრინსტონში
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორის მასშტაბური შეკრება ქალაქ პრინსტონში 30 მაისს გაიმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს უკვე მეორედ ტარდება და ჩვენი სურვილია, მას ყოველწლიური სახე მიეცეს – იქცეს ტრადიციად, რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს საერთო დასავლური ღირებულებების გარშემო.
რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ყველა აქტივობა ერთ დიდ ლოკაციაზე – Mercer County Park-ის Festival Grounds-ზე მოიყრის თავს.
ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ძლიერი, სისტემური დიასპორის ჩამოყალიბებას – ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამინები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დასავლური, დემოკრატიული და ლიბერალური განვითარების გზას. ძლიერ დიასპორას ვერავინ ააშენებს ჩვენ ნაცვლად. მას სწორედ თქვენი იდეები, ენერგია და გამოცდილება ქმნის. ამიტომ თითოეული თქვენგანის მცირედი ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიება ღიაა ახალი იდეებისა და პარტნიორობისთვის. Mercer County Park-ის Festival Grounds და მისი უზარმაზარი სივრცე დაეთმობა ბევრ სხვადასხვა აქტივობას:
სპორტული ტურნირი | კახა თილიძის (თუში) სახელობის ტურნირი ფეხბურთში 2026
ტურნირში წელს ათი სხვადასხვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა სპორტული აზარტის მიღმა, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულ შინაარსს და სიმბოლურ დატვირთვას შეიძენს. საფეხბურთო ტურნირი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, კახა თილიძის (თუში) ხსოვნას ეძღვნება, რომელიც უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ᲚᲐᲘᲕ ᲙᲝᲜᲪᲔᲠᲢᲘ | ქართველი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება
ღია ცის ქვეშ მოწყობილ საგანგებო სცენაზე ქართველი მუსიკოსები წარსდგებიან:
- ზუმბა
- ნიკა ჩოხელი
- ნინი აირისი
და სხვა არტისტები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით თანამედროვე, თავისუფალ და პროგრესულ დასავლურ ფასეულობებს ატარებენ. მათი ცოცხალი შესრულება და ნაცნობი ჰანგები ზუსტად იმ თბილ, მშობლიურ ატმოსფეროს შექმნის, რომელიც ასე ძალიან გვენატრება ემიგრაციაში ყოფნის დროს.
ᲑᲐᲖᲠᲝᲑᲐ MARKET FAIR
შეკრებაზე გელით საინტერესო აღმოჩენები სავაჭრო სივრცეში. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და სხვადასხვა სახის ქართული ნაწარმი.
სახელოვნებო გამოფენა | ქართველი არტისტების ნამუშევრები
ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. შეკრებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესანიშნავი შანსი ახლოს გაეცნონ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და აღმოაჩინონ ახალი ავტორები.
ბიზნეს გამოფენა | non profit ორგანიზაციებისა და ბიზნესების სივრცე
გარდა სახელოვნებო გამოფენისა, ადგილზე დაგხვდებათ უნიკალური პლატფორმა, სადაც ამერიკაში მოქმედი მცირე ბიზნესები და არაკომერციული (non-profit) ორგანიზაციები ფართო აუდიტორიას გააცნობენ თავიანთ საქმიანობას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს. სტუმრებისთვის მსგავსი ღონისძიება იქნება საუკეთესო შანსი, აღმოაჩინონ საინტერესო პროექტები, წამოწყებები და დაამყარონ საქმიანი თუ მეგობრული კონტაქტები.
გასტრონომიული ზონა | Food court
შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველაზე პატარა სტუმრებსაც. მათთვის მოეწყობა უსაფრთხო, მრავალფეროვანი და სახალისო სივრცე, რაც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ, მშობლებს კი შეეძლებათ მშვიდად დაესწრონ სასურველ აქტივობებს. ამიტომ, ეს დიდი ქართული შეკრება შეგილიათ საოჯახო დღედ გადააქციოთ, სადაც ყველა ასაკის სტუმარი იპოვის საკუთარ ინტერესზე მორგებულ გარემოს.
საბავშვო სივრცე | საგანგებოდ მოწყობილი ზონა პატარებისთვის
შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველაზე პატარა სტუმრებსაც. მათთვის მოეწყობა უსაფრთხო, მრავალფეროვანი და სახალისო სივრცე, რაც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ, მშობლებს კი შეეძლებათ მშვიდად დაესწრონ სასურველ აქტივობებს. ამიტომ, ეს დიდი ქართული შეკრება შეგილიათ საოჯახო დღედ გადააქციოთ, სადაც ყველა ასაკის სტუმარი იპოვის საკუთარ ინტერესზე მორგებულ გარემოს.
პანელური დისკუსიები |
პანელური დისკუსიები ამ შეკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ზუსტად ეხმიანება იმ მთავარ მიზანს, რომლისთვისაც ეს ღონისძიება წელს უკვე მეორედ ტარდება – შეიქმნას ცოცხალი სამოქალაქო სივრცე ახალი იდეებისთვის, დიალოგისა და, რაც მთავარია, ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებისთვის. პანელურ დისკუსიებზე დასწრება ღონისძიებაზე მოსულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
კინოჩვენება |
შეკრება არც კინოჩვენების გარეშე ჩაივლის. ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ დოკუმენტურ ფილმს – „კახა თილიძის ისტორია“. ფილმი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის შესახებ გვიამბობს, რომელმაც საკუთარი იდეების ერთგულებას შესწირა სიცოცხლე. უარი თქვა უსაფრთხო და გარანტირებულ მომავალზე და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლისას გმირულად დაიღუპა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პარკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის შემოტანა და მოხმარება აკრძალულია. რაც აუცილებელია ღონისძიების უსაფრთხო და შეუფერხებელი მსვლელობისთვის.
როგორ შემოგვიერთდეთ?
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:
- შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა
- დაელოდეთ დასტურს და მიიღეთ QR კოდი მეილზე
გელოდებით თქვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად. დავანახოთ ყველას, თუ როგორი თავისუფალი და ძლიერი შეიძლება იყოს საქართველო. ჩვენი ერთობა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ უკეთესი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ემიგრაციაში ყოფნა არ ნიშნავს სამშობლოს პროცესებიდან დისტანცირებას. პირიქით, ოკეანის მიღმაც შესაძლებელია ქვეყნის დემოკრატიული და დასავლური განვითარებისთვის ბრძოლა. ამ შეკრებით გვინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ძლიერი და ერთიანი დიასპორა არის ის ძალა, რომელსაც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მომავალზე.
შემოგვიერთდით, რადგან სწორედ ჩვენი საერთო ნაბიჯები წყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!
ველოდებით თითოეულ თქვენგანს!
ღონისძიებაზე რეგისტრაცია
რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა!
თქვენი განაცხადი მიღებულია. მოგვიანებით დაგიკავშირდებით.