თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში
- NEW YORK CITY
- WORLD TRADE CENTER, "EATALY" Downtown
- 6 დეკებერი - 11:30 AM - 4:00 PM
- $ 100
- პანელური დისკუსია
- ბიზნეს მოდელის პრეზენტაცია და კონცეფციის წარდგენა
- სამოქმედო გეგმის შედგენის სესია
- დაფინანსების მოძიება დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის
- ბიზნეს ქსელის გაფართოება / ბიზნეს ნეთვორქინგი
- საქმიანი სადილი
ღონისძიება "თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში"
ღონისძიება განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზეც პირდაპირ და ნეგატიურად აისახება საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილება, საქართველო-დასავლეთს შორის ასეულობით წლების განმავლობაში ნაშენი ხიდების ნგრევა და მოწყვეტა დასავლური განვითარების ვექტორიდან; ამ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი და მზად არიან ქმედითად შეეწინააღმდეგონ საარჩევნო ხმის ფაქტიური ჩამორთმევით მეორეხარისხოვან ქართველებად გამოცხადებას
ღონისძიების მიზანია, სპიკერების მიერ წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული კონკრეტული მაგალითების წარმოდგენით, ხელი შეუწყოს დისკუსიის გახსნას იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქმიან საზოგადოებას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც აწუხებს ყველა პროდასავლურად განწყობილ და განსაკუთრებით დასავლურ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველს.
მსჯელობა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, ორ ძირითად თემაზე:
• ბიზნესის ქმედითი პასუხი ემიგრაციაში არჩევნების ფაქტიურ გაუქმებასთან დაკავშირებით
• Eataly-ის ანალოგი საქართველოს “ბიზნეს საელჩოების” გახსნა – DC-სა და NY-ში.
ღონისძიებაზე შედგება პირდაპირი ფანდრაიზინგი პროექტისათვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც აერთიანებს თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ 22 ონლაინ მედიას.
Business Model Showcase & Concept Presentation
მოდერატორები და სპიკერები
ღონისძიებაზე რეგისტრაცია
ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე მასზე დასწრება მხოლოდ შესაბამისი ღირებულებების და ბექგრაუნდის ადამიანებსთვის არის მიზანშეწონილი, შესაბამისად ბილეთის ყიდვა მხოლოდ ვერიფიკაციის შემდეგ არის შესაძლებელი.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ველში მითითებული ინფორმაცია და დაელოდოთ ვერიფიკაციას, რისი გავლის შემთხვევაში პასუხს მიიღებთ ელ. ფოსტაზე და მოგეცემათ ბილეთის შეძენის შესაძლებლობა.
ღონისძიების შინაარსიდან გამოდინარე, იგი არ არის გათვლილი მოგებაზე და ბილეთის საფასური მხოლოდ, საორგანიზაციო, სივრცისა და სადილის ხარჯების დაფარვას ემსახურება.
ღონისძიების საფასურია $100
წარმატებული რეგისტრაცია!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია. ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ პასუხსა და დამატებით ინფომრაციას ელ. ფოსტაზე
ვიდეო გალერეა
ფოტო არქივი